საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, თედო ჯაფარიძის განცხადებით, მათი მიზანია საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი გახდეს.
„ჩვენი პროგრამის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრულია. ეს ევროპასთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობებია. ურთიერთობები ასევე უახლოეს სამეზობლოსთან, აზერბაიჯანთან, რომელთანაც ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობებიც გვაქვს. ჩვენი კომიტეტი იმსჯელებს ასევე ისეთ საკითხებზე, როგორიც ტერორიზმია, მაგრამ რა თქმა უნდა მთავარი მიზანი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იქნება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, ჯაფარიძის თქმით, ეს დაიწყება რუსეთთან დიალოგის წარმოებით.