კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი კულტურასთან უფრო ახლოს მივიდეს.
„ძალიან ძნელია იყო უძველესი ქვეყნის, უძველესი კულტურის ახალი მინისტრი, ჯერ მე უნდა შევისწავლო, თუ რა ვითარებაა სამინისტროში და რადგან ჩვენ ვართ სახალხო მთავრობა, ჩვენ შევკრებთ კულტურის სპეციალისტებს, მოვისმენთ მათ აზრს, თუ რისი გაკეთება ჯობია და ამის შემდეგ დავიწყებთ საქმიანობას. რა თქმა უნდა, პრობლემები არის ამ უწყებაში და ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადამიანები კულტურას უფრო დაუახლოვდნენ“, - განაცხადა ოდიშარიამ.