ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებაზე საუბრობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთის ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი„ქართული ოცნების" მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარების განხორციელებაზე საუბრობს

როგორც ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვინმე ჯონი ოსიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს გია მელიქიშვილს, თემურ გუნაშვილს, ალექსანდრე იმერლიშვილს, გოგიტა და ზურა შავკაციშვილებს დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით.

„ჯონი ოსიაშვილი აგრძელებს სატელეფონო ზეწოლას "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებეზე და მათ დაჭერითაც ემუქრება“, - აღნიშნა მან.

ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე, საჯარო მოხელეებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა გრძელდება.

„ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლების განმარტებით, ეს უკვე არის დემოკრატიული არჩევნების ჩაშლის მცდელობა.

"არჩევნებისა, რომელიც ყველამ აღიარა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და თავისუფალი. მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოუწოდა ქართულ ოცნებას აღკვეთოს ეს უკანონო ქმედებები. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პატივი სცენ ხალხის არჩევანს და არ დაუშვან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დისკრედიტაცია", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.