ივანიშვილი და სააკაშვილი  შესაძლოა ხვალ შეხვდნენ

ივანიშვილი და სააკაშვილი შესაძლოა ხვალ შეხვდნენ

კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს შესაძლოა ხვალ შეხვდნენ.

როგორც ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრების წარდგენის შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქმედი და ახალი მთავრობის სამუშაო ჯგუფები დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამუშაო ჯგუფების შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში 15:00 საათისთვის არის დანიშნული.