რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, სამინისტროს კურსი არ შეიცვლება და პროექტები, რომლებიც დაწყებულია აუცილებლად გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ დაკისრებულ მოვალეობებს თავს გაართმევს და აღნიშნავს, რომ მის გვერდით ძლიერი გუნდია.
„ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არის რაიონები, ქალაქები და სოფლები, სადაც წყლის, გაზის და გზის პრობლემებია. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ სხვა ახალ პროექტებსაც და ეს მთელს ქვეყანას მოიცავს“, - განაცხადა კალაძემ.