ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველო ევროპასა და ნატოში ინტეგრაციისკენ სვლას გააგრძელებს.
პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს ახალმა მთავრობამ საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დაუმტკიცოს, რომ ღირსეული პარტნიორები არიან და ამასთანავე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მზად არიან.
„ჩვენ უწყება ყველა ზომას იხმარს, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და კონსულტაციები ევროპულ და ნატოელ პარტნიორებთან. ჩვენ არ მივდივართ ცარიელი ხელებით. გვაქვს გამოცდილება და მზად ვართ სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საკითხებზე მუშაობდნენ ვითანამშრომლოთ. უნდა გავაგრძელოთ ერთად სვლა საქართველოს ევროპასა და ნატოში ინტეგრაციისკენ“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.