არჩილ კბილაშვილი: პროკურატურას პოლიტიკური რეპრესიის მანქანის ფუნქცია უნდა ჩამოეხსნას

არჩილ კბილაშვილი: პროკურატურას პოლიტიკური რეპრესიის მანქანის ფუნქცია უნდა ჩამოეხსნას

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მისი ტრადიციული ფუნქცია: დანაშაულის გამოვლენა მისი აღკვეთა და გამოძიება, ოპერატიულ სამძებრო სამუშაოებზე ზედამხედველობის ფუნქცია უნდა შეასრულოს.

კბილაშვილის თქმით, ამ ტრადიციული ფუნქციების მიღმა პროკურატურას პოლიტიკური რეპრესიის მანქანის ფუნქცია უნდა ჩამოეხსნას.

„პროკურატურას უნდა ჩამოეხსნას ის ფუნქცია, რომლითაც ის მთლიანად სასამართლო ხელისუფლებაზე დიქტატს ახორციელებს. სამართალწარმოება, დაცვა, ბრალდება, ერთმანეთის თანასწორი უნდა იყოს. ეს არის ძალიან მარტივი და ტრადიციული ფუნქციები, რომლებიც უნდა აღდგეს“, - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკის გადახედვას, კბილაშვილის თქმით, რაღაც სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება, თუმცა აღნიშნა, რომ რევანშისტული დამოკიდებულება არავითარ შემთხვევაში არ იქნება.

„კრიტერიუმი იქნება ორი - პატიოსნება და პროფესიონალიზმი“,