ექსპერტ მიშა თავხელიძეს მიაჩნია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კაბინეტი და მისი წევრები იმ რეფორმების წარმატებულად გაგრძელებას ვერ შეძლებენ, რომელიც წინა მთავრობამ დაიწყო და მათთან ბევრი შეკითხვა გააჩნია.
„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო და სრულიად დემოკრატიულ არჩევნებში გაიმარჯვა. შესაბამისად, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის სრულ მართვაზე. პერსონალურად კაბინეტის წევრების განხილვას კი არ დავიწყებ.
„ქართულ ოცნებაში“ არ არიან ის კადრები და ზოგადად, კოალიციას არ აქვს ის რესურსი, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებულად გაგრძელდეს. ბევრი შეკითხვები მაქვს ამასთან დაკავშირებით, საერთოდ მათ პოლიტიკურ კურსთან მიმართებაშიც, თუმცა ქართველი ამომრჩევლის არჩევანი ასეთია“,-აცხადებს თავხელიძე.