სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, სტრუქტურა „გასაადამიანურებელია“.
სუბარის თქმით, ზოგადად უნდა მოხდეს ჰუმანიზაცია და ამ დაწესებულების მიზანი არა დასჯა, არამედ დესოციალიზაცია უნდა იყოს.
„ვითომ არ იყო კორუფცია, მაგრამ ყველა სტრუქტურაში კორუფცია მეფობდა. მათ შორის სასჯელაღსრულებაში, სადაც პატიმარი ორმაგი ფასებით თვითონ კვებავდა თავს და მათ თეთრეულიც არ ჰქონდათ რომ გამოეცვალათ.
წამება და არაადამიანური მოპყრობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და ყველა პირი რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში პასუხს აგებს. ამ დაწესებულების მიზანი უნდა იყოს არა დასჯა, არამედ დესოციალიზაცია. ამისათვის საჭიროა მეტი გახსნილობა, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობა და მეტი გამჭვირვალობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია და მათზე მეტი კონტროლი იყოს“, - განაცხადა სუბარმა.