კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის წევრების დასახელებისას განაცხადა, რომ კახა შარტავას მთავრობაში ყოფნის სურვილი არ აქვს.
„მე ვმეგობრობ კახასთან, იგი ძალიან საინტერესო პიროვნებაა. მას რამდენიმე თანამდებობა შევთავაზე, თუმცა განაცხადა, რომ მთავრობაში ყოფნის სურვილი არ აქვს. იგი ღიმილით უყურებდა იმ კონსულტაციებს, რომელიც მთავრობის მომავალ წევრებთან მქონდა“, - განაცხადა ივანიშვილმა.