ცნობილი მსახიობი მერლინ მონრო ხშირად ამბობდა, რომ „ბევრ მამაკაცს თავი ღმერთი ჰგონია და ავიწყდებათ, რომ ბევრი ქალი ათეისტია“
გერმანელი მსახიობი და მომღერალი მარლენ დიტრიხი კი აღნიშნავდა:"მამაკაცს, რომელიც ქალის ხელჩანთას ფუფუნების საგნად თვლის, სასჯელი არ ასცდება. თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, ის შემდგომ ცხოვრებაში ნიანგად უნდა დაიბადოს და სიცოცხლე ყველაზე ძვირადღირებულ საგნად დაასრულოს ან ქალად უნდა იქცეს, რომელიც შედის სუპერმარკეტში და ხელში უჭირავს ბავშვი, საფულე, გასაღები, მძღოლის მართვის მოწმობა, ხელთათმანები, თან უამრავი რამ აქვს საყიდელი. მაშინ ის ყველაფერს მიხვდება."
ინგლისელი მწერალი ქალის, აგატა კრისტის ამბობდა: "სასაცილოა, მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ამაყობს ორი რამით, რაც ნებისმიერ მათგანს შეუძლია: გამოთრობით და შვილების ჩასახვის უნარით."
ელიზაბეტ ტეილორის აზრით, კი ქალების უმეტესობას მამაკაცები არამზადებად მიაჩნიათ, მაგრამ მისი შემცვლელი ჯერ ვერ უპოვიათ.
ცნობილი ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი ამბობდა, "რომ მამაკაცებს არ უყვართ პატარა გოგონები და თუ მაინც შეუყვარდათ, ბოლოს აუცილებლად მიატოვებენ."
ფრანგი მწერალი ფრანსუაზა საგანის აზრით, "მამაკაცები მხოლოდ იმიტომ არიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რომ ქალებმა ესთეტიკური თვალსაზრისით თქვეს უარი კუნთების დაყენებაზე". მისივე კოლეგა მადამ დე სტალი, კი ამბობდა, - "რაც უფრო უკეთესად ვიცნობ მამაკაცებს, მით უფრო მომწონს ძაღლებიო".