ბიძინა ივანიშვილმა  პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი დაასახელა

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი დაასახელა

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობა წარმოადგინა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დავით უსუფაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება მოადგილეებს, ივანიშვილის თქმით, პირველი მოადგილის პოსტზე კანდიდატია მანანა კობახიძე. მოადგილეები კი- ზურაბ ტყემალაძე და ზურაბ აბაშიძე.

ივანიშვილმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე გიგლა აგულაშვილი წარადგინა; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი-ეკა ბესელია; განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიეტეტი- ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი-გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი-ნოდარ ხადური; დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი-გუბაზ სანიკიძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი-ვიქტრო დოლიძე; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი- ირაკლი სესიაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი- ვახტანგ ხმალაძე; რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი-ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი- თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი-ირინა იმერლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი-დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი-ლერი ხაბელოვი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი-დიმიტრი ხუნდაძე.