ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

გუშინ, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. „ნოვაია გაზეტას" კორესპონდენტის ხსოვნის პატივსაცემად, მოსკოვში, პუშკინის სკვერში აქცია გაიმართა. ყვავილები მიიტანეს პოლიტკოვსკაიას სახლთანაც.

გუშინ, სპეციალური განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. წერილობით განცხადებაში ვაშინგტონი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიძიოს მკვლელობა და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავეები.

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელმაც სახელი ჩეჩნეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის თემაზე მუშაობით გაითქვა, 2006 წელს, მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს.