კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატი - თავად ბიძინა ივანიშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; ამავე დროს ვიცეპრემიერი
შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;
პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი;
იუსტიციციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე;
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი;
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი - კახი კალაძე; მეორე ვიცე-პრემიერი
სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი- ლევან ყიფიანი;
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია;
ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე;
სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე;
სახელმწიფო მინიტრი რეინტეგრაციის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილი;
სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ საკითხებში - ალექსანდრე პეტრიაშვილი;
სახელმწიფო აუდიტის სამსახური - რეზო შავიშილი;
ჯერჯერობით უცნობია ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, განათლების, ლტოვლითა და ოკუპირებლ ტერიტორიათა მინისტრების ვინაობა.
გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი;
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.
კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტი ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე არჩევს. პრემიერობის კანდიდატს მთავრობის დაკომპლექტებისთვის 10 დღის ვადა აქვს. რის შემდეგაც პრეზიდენტი მათ კანდიდატურებს დასამტკიცებლად პარლამენტს 3 დღის ვადაში წარუდგენს. აქედან ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით.
ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე