„ნანუკას შოუ” შესაძლებელია ისევ გაგრძელდეს. ამ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საკუთრ ვებგვერდზე ავრცელებს.
“ახალი სეზონიდან ჩვენი გადაცემის გადარჩენის და იმედზე დარჩენის საშუალება არსებობს.
ჩვენგან ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, თუმცა მოკლედ შეგახსენებთ რა გააკეთა ამ გადაცემამ სამი წლის განმავლობაში. ჩვენი ოქროს ფონდი საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელ ადამიანებს ინახავს ( სამწუხაროდ რამდენიმე მათგანი აღარ არის) ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებას და ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გაგაცანით; ბევრ ცრემლს და ღიმილს. არსებობენ ბიზნესმენები, ბანკირები, კერძო კომპანიის მფლობელები , რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს გადაცემა ბიზნესის თვალსაზრისით და ადამიანურად ( მიღებულ რეზონანსებს და გამოხმაურებებს ვგულისხმობ) ძალიან მომგებიანი იყო. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაცემა გავიტანოთ ტი- ბი- სი ტვში , თუ მხოლოდ ჩვენი გადაცემების არქივით იხელმძღვანელებთ - ანუ იმით თუ რა გავაკეთეთ ქართულ ტელე-სივრცეში ამ წლის განმავლობაში ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გეგმა წარვუდგინოთ იმ ადამიანებს ( ბიზნესმენებს, ბანკირებს, კერძო კომპანიის მფლობელებს), რომლებიც ფიქრობენ, რომ ნანუკას შოუ ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე ისევ თქვენთან ერთად უნდა იყოს.
დიდი მადლობა ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ იყავით ჩვენთან ერთად", - წერს საკუთარ ვებგვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანი.