გუშინ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ლიტერატურული კონკური „გალას“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კონკურსზე საკუთარი პროდუქცია ოცმა გამომცემლობამ და ასევე ეროვნულმა კინოცენტრმა ერთობლივად წარადგინეს. შესული 183 წიგნიდან და 20 კინოსცენარიდან ხუთკაციანმა ჟიურიმ 23 ნომინანტი დაასახელა. ნომინაციაში „სამაგიდო წიგნი“ გაიმარჯვა ბესიკ ხარანაულის კრებულმა. "ლექსები, პოემები" ("ინტელექტი") ნომინაციის „წლის წიგნი" გამარჯვებული გახდა ბაადურ ბალარჯიშვილის "კიპარისები". ჯილდო გარდაცვლილი მწერლის შვილმა აიღო.
ნომინაციაში „თარგმნილი წიგნი" გამარჯვებულად დასახელდა ჯეიმზ ჯოისის „ულისე" (თარგმნეს ნიკო და მაია ყიასაშვილებმა). „საბავშვო წიგნის" ნომინაციაში გაიმარჯვა თეა თოფურიას „გასაღვიძებელმა ზღაპრებმა“. წლის საუკეთესო ლიტერატურულ პროექტად“ აღიარეს „დიოგენეს ბიბლიოთეკა“. „წლის კინოსცენარის" ნომინაციაში გაიმარჯვა მარიამ ხაჭვანმა ("დედე").