ახალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო და თითქმის სრული შემადგენლობა ცნობილია

ახალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო და თითქმის სრული შემადგენლობა ცნობილია

კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს, 11 საათისთვის მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას დაასახელებს. საზოგადოებას, ინფორმაციას ამის შესახებ კოალიციის ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი მიაწვდის. მანამდე კი, ვრცელდება მინისტრობის კანდიდატების, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის სავარაუდო კანდიდატების სია, რომელიც გადაცემა „კვირის რეპორტაჟის“ ინფორმაციით, ასე გამოიყურება:

 

შინაგან საქმეთა  მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

იუსტიციციის მინისტრი    თეა წულუკიანი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი კახი კალაძე

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია.

კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ მინისტრის კანდიდატურას პრეზიდენტი ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე არჩევს. პრემიერობის კანდიდატს მთავრობის დაკომპლექტებისთვის 10 დღის ვადა აქვს. რის შემდეგაც პრეზიდენტი მათ კანდიდატურებს დასამტკიცებლად პარლამენტს 3 დღის ვადაში წარუდგენს. აქედან  ერთი კვირის ვადაში პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობას და მის პროგრამას სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 76 ხმით. ამის შემდეგ მთავრობის წევრები თანამდებობებზე უნდა დაინიშნონ სამი დღის განმავლობაში.