ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა ცნობილია

ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატის ვინაობა ცნობილია

"მაესტრომ" ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის წევრობის რამდენიმე კანდიდატი დაასახელა .
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტროს – ირაკლი ალასანია, იუსტიციის სამინისტროს – თეა წულუკიანი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ლევან ყიფიანი ჩაიბარებენ.
 რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, "მაესტროს" ცნობით, ამ პოსტზე დავით უსუფაშვილი მოიაზრება, ხოლო ვიცე-სპიკერად – მანანა კობახიძე.