ხონის ფსიქიატრიული  საავადმყოფო ბესო სურმავაზე  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფო ბესო სურმავაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა, რომელიც რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო, ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ ყოფილა - სურმავასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს, იგივე აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, რომელსაც from.ge უცვლელად გთავაზობთ:

“აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, რომლის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართია:  ხონის რაიონი, სოფ. ქუტირი, კატეგორიულად უარყოფს ,  პრესაში, რამდენიმე დღის წინ  გავრცელებულ სავარაუდო მოსაზრებას – ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის , ბესო სურმავას  ადგილსამყოფლის ერთ–ერთ ვერსიად ,ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს (ზუსტი ციტირება) დასახელებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დასახელებული ვერსია  არის უსაფუძვლო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ჩვენი საზოგადოება. უფრო მეტიც, აღნიშნული განცხადება პირდაპირ მოქმედებს  დაწესებულების იმიჯზე, რაც იწვევს , როგორც დაწესებულების თანამშრომელთა, ასევე პაციენტთა უკმაყოფილებას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იმედოვნებს, რომ  ბესო სურმავას  გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით, ობიექტური და  ეფექტური  საგამოძიებო ღონისძიებები  ჩატარდება, რითაც საზოგადოებას მიეცემა რეალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით და აღარავის ექნება უსაფუძვლო ეჭვების გავრცელების საფუძველი”.