ბექა ძამაშვილი: ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა

ბექა ძამაშვილი: ჩვენ გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა, აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ, სამი არბიტრის მონაწილეობით ერთხმად“.

ბექა ძამაშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს სპეკულაციებიც, რომ თითქოს ამერიკულ, თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი.

"მომჩივნების მიერ დანიშნულმა არბიტრმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად პროექტის განუხორციელობლაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ინვესტორებს და ალბათ უკვე უნდა დამთავრდეს სპეკულაციებიც, თითქოს ამერიკულ ინვესტიციას, თუ დასავლურ ინვესტიციას შეეშალა ხელი. დღეს ჩვენ უკვე გვაქვს ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ხელისუფლების მხრიდან [ანაკლიის პორტის] პროექტს ჰქონდა სრული მხარდაჭერა“-განაცხადა ბექა ძამაშვილმა.