გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი:"ლაშა კოჭლამაზაშვილი მაღალჩინოსნებს საზღვარზე უკვალოდ აპარებს"

ახალკაცის "მატრიცაში" სტუმრად ეკონომიკის ექსპერტმა – გია ხუხაშვილმა, არჩევნების შემდგომ საქართველოში მოსახდენ ცვლილებებზე ისაუბრა.მისი თქმით, ვინმე ლაშა კოჭლამაზიშვილი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ზის გაუგებარი ბეჭდით და მაღალჩინოსნები , რომლებიც მისი დახმარებით ტოვებენ საქართველოს, არ ფიქსირდებიან საზღვარზე და მას ამისთვის პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. "ეს ყველაფერი ფიქსირდება და ნუ ეგონება ბატონ ლაშას, რომ ეს ყველაფერი შერჩება ხახვივით" – განაცხადა ხუხაშვილმა. ასევე მან ისაუბრა ლინჩის საფრთხის პრევენციაზე, რომელიც მომავალმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. რადგან ხალხის ნაწილი აფექტშია და ხელისუფლებას ევალება სამართლიანობა კანონის ფარგლებში აღადგინოს .