მიხეილ სააკაშვილი დღეს პრეზიდენტის სასახლეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავალ საპარლამენტო ფრაქციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ვითარება და ჩატარებული არჩევნები იყო.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სამომავალო გეგმებიც დასახეს.