კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელი, ირაკლი მელაშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რას აპირებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მთელ საქართველში. ამ განცხადებას ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
„ახლა ვნახულობ ზუგდიდის ოქმებს. სრული კატასტროფაა. 56 ოქმი გავიარე - 38 უბანი დიდ ეჭვს ბადებს, რომ გაყალბებულია. ოქმებით ჩანს სიყალბე, სომხური კარუსელი და ზოგან პირდაპირ ჩაყრა. ეს იმ იშვიათ ოლქთაგანაა სადაც, ნაცების სიტემამ დიდწილად იმუშავა. შესაბამისად, ამ ოლქის მაგალითზე ჩანს არა მხოლოდ ის თუ როგორ ”დაამარცხა” ახალაიამ ირაკლი, არამედ ის თუ რას გვიპირებდნენ დანარჩენ საქართველოში, რაც ხალხის აქტიურობისა და თავდადების შედეგად არ გაუვიდათ. ნამდვილად ვერ ვიტყვი ზუგდიდში ალასანიამ გაიმარჯვა თუ არა, მაგრამ ამ ოლქში რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ჩემთვის პირადად ნათელია. დანარჩენს ორშაბათს უცხოელებთან და მედია ცენტრში ვიტყვით უკვე კონკრეტული გათვლებით და ფაქტებით“,-აღნიშნავს მელაშვილი.