პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრას მართავს.
შეხვედრას კომპანიების „ვისოლის“, „ბორჯომის“, „იუჯისის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „საქართველოს ბანკის“, „რიკო კრედიტის“, „ბანკი რესპუბლიკის“, „თიბისი ბანკის“, „ჯიემსი ჯგუფის“, „ავერსის“, კომპანია „ბაგრატიონის 1882“-ის დამფუძნებლები და სხვები ესწრებიან.
„ქორთიარდ მარიოტში“ უცხოელი ბიზნესმენებიც იმყოფებიან. მათ შორისაა ფადი ასლიც. სულ შეხვედრას კერძო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.
კომპანია „ბაგრატიონი 1882“-ის დამფუძნებლის ლევან ვასაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცნობილი ბიზნესმენია და ბიზნესის პრობლემები ესმის.
ვასაძის თქმით, მისთვის საინტერესოა, აღნიშნულ შეხვედრაზე თავად ბიძინა ივანიშვილისგან მოისმინოს პროგრამა საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარების შესახებ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის განცხადებით კი, მისთვის საინტერესო იქნება ბიძინა ივანიშვილის შეხედულებები და პროგრამა ქართული ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით.
თავად ბიძინა ივანიშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და განაცხადა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ უპასუხებს ჟურნალისტების.