დავით ბაქრაძე: სააკაშვილსა და ივანიშილს შორის სამომავლოდ შეხვედრას არ გამოვრიცხავ

დავით ბაქრაძე: სააკაშვილსა და ივანიშილს შორის სამომავლოდ შეხვედრას არ გამოვრიცხავ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილს შორის  სამომავლოდ შეხვედრას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ ბაქრაძემ "“ქართული ოცნებისა" და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „იმედს" განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

„ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმება რაც დღევანდელ შეხვედრაზე იყო ის, რომ პროცესები უნდა წავიდეს კონსტიტუციის ფარგლებში და ჩვენ არ უნდა დავუშვათ კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლა. კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარე პროცესი კი გულისხმობს გარკვეული სახის თანამშრომლობას პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ამიტომ, მე რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შედგეს", - განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან სასარგებლოც კი იქნება.