ლაშა პაპაშვილი: საქართველოში ბიზნესის რენესანსისა და აყვავების პერიოდი დგება

ლაშა პაპაშვილი: საქართველოში ბიზნესის რენესანსისა და აყვავების პერიოდი დგება

ბანკ „რესპუბლიკის" გენერალური დირექტორის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, საქართველოში ბიზნესის რენესანსისა და აყვავების პერიოდი დგება. ამის შესახებ მან დღეს ბიზნესმენებისა და "ქართული ოცნების" ლიდერის , ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მნიშვნელოვანად, შეაფასა საგადასახადო რეგულაციების კუთხით შეღავათების დაწესებაზე დაწყებული საუბრები.

პაპაშვილის თქმითვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის დარგისთვის შეღავათიანი სესხების გაცემა მოხდება.

ბიზნესმენებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შეხვედრაზე 100-ზე ბიზნესმენი ესწრება. შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ამ წუთებში მიმდინარეობს.