ბიძინა ივანიშვილი: მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას  სავარაუდოდ,  ორშაბათს გამოვაცხადებ

ბიძინა ივანიშვილი: მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას სავარაუდოდ, ორშაბათს გამოვაცხადებ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ,  ორშაბათს, 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

მისი თქმით,  მინისტრების დანიშნვასთან დაკავშირებით მას თავისი ხედვა აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას გუნდთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს და ორშაბათს გამოაცხადებს.

ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ძველი მთავრობიდან თანამდებობას ვერც ერთი მინისტრი ვერ შეინარჩუნებს.

„ასევე გათავისუფლდებიან მოადგილეები, თუმცა,  გამორიცხული არ არის მათი ნაწილი დარჩეს. მოადგილეებზე ქვევით კი,  საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, თუ რაიმე განსაკუთრებულ და სპეციფიურ შემთხვევას არ ექნება ადგილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.