ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდი კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდი კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით

კოალიცია „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოალიცია კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით.

როგორც ღარიბაშვილმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, შეხვედრაზე მთავრობის გადაბარების საკითხები განიხილეს.

„მომდევნო შეხვედრა სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება და ჩვენი გუნდი კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით. ტექნიკური დეტალები დგინდება და დამატებითი დეტალები თქვენთვის ორშაბათს გახდება ცნობილი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულ კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრა ორშაბათს იგეგმება.