გიგა ბოკერია:  ჩვენი ამოცანა საერთოა, რომ  ყველაფერი მშვიდობიანად მოხდეს

გიგა ბოკერია: ჩვენი ამოცანა საერთოა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოხდეს

მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია  „ქართული ოცნების“  წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, უშიშროების საბჭოს მდივნმა გიგა ბოკერიამ  განაცხადა, შეხვედრა  იმ დემოკრატიული ტრანზიციის ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო,  რომელსაც ჩვენი ქვეყანა, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად გადის.

„უახლოეს მომავალში,  სავარაუდოდ, ორშაბათს შედგება მორიგი შეხვედრა, იმისთვის, რომ ეს ტრანზიცია ნორმის ფარგლებში სწრაფად, მშვიდობიანად და ასეთ საქმიან გარემოში დასრულდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი მიმდინარე პროცესებსაც შეეხო.

„ჩვენ შევეხეთ მიმდინარე პროცესებსაც, რაც დღეს არჩევნების შედეგებთან  დაკავშირებით ხდება, იყო და შეიძლება, კიდევ რჩება პრობლემა, მაგრამ ჩვენი ამოცანა საერთოა, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოხდეს და ეს დადებით მოვლენად მიმაჩნია“, - განაცხადა ბოკერიამ.