ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მედია-კავშირ “ობიექტივთან“ და მის ხელმძღვანელთან, ირმა ინაშვილთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მედიასაშუალებამ და მისმა ხელმძღვანელმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს. ამასთან, თავის განცხადებაში, რომელიც მან from.ge-ს მოაწოდა, აღნიშნავს იმასაც, რომ ლადო ბედუკაძის ცოლ-შვილი თურქეთში ილია ჩაჩიბაიასთან, ალეკო ცქიტიშვილთან და გელა ნიკოლაიშვილთან ერთად გააცილა.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მსოფლიო ისტორია ჟურნალისტთა კორპუსის მხრიდან გამოჩენილ გმირობის მრავალ მაგალითს იცნობს - ჟურნალისტები რეჟიმებთან გამკლავებას თავისი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ და ხშირად ბრძოლის ველზეც ეცემოდნენ.
როდესაც 1 ოქტომბრის არჩევნებს და მთელ საარჩევნო პერიოდს ვაანალიზებთ, ვრწმუნდები, რომ სააკაშვილის რეჟიმს გადამწყვეტი დარტყმა ირმა ინაშვილმა და მედია-კავშირმა “ობიექტივმა“ მიაყენა . სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული უმძიმესი ფაქტების ჩვენების შემდეგ ხელისუფლება შოკში ჩავარდა, საიდანაც, როგორც არჩევნებმა აჩვენა, ვერ გამოვიდა. სწორედ ირმა ინაშვილის ჟურნალისტურმა გამბედაობამ გახადა შესაძლებელი იმ შემზარავი კადრების ნახვა, რომელშიც პატიმრების წამება იყო ასახული იყო .
როდესაც ლადო ბედუკაძის ცოლ-შვილზე ზეწოლა განხორციელდა, ირმა ინაშვილმა ბრიუსელიდან დამირეკა დამთხოვა ბედუკაძის ცოლ-შვილი აეროპორტამდე მიმეცილებინა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 5 საათამდე ვიმყოფებოდით: მე, გელა ნიკოლაიშვილი , ალეკო ცქიტიშვილია და ილია ჩაჩიბაია. ერთი სიცოცხლე გავათავეთ სანამ თვითმფრინავი აფრინდებოდა.
მთელი ადვოკატთა კორპუსის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირმა ინაშვილს და “ობიექტივს“, იმ სამოქალაქო გმირობისათვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. და ბოლოს - განცხადებას დავასრულებ “ობიექტივში“ დამკვიდრებული ჩემი ყველაზე საყვარელი ფრაზით - სწორედ ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველო“.