ცესკომ კომისიაში შეტანილი საჩივრების ნაწილის განხილვა დაასრულა

ცესკომ კომისიაში შეტანილი საჩივრების ნაწილის განხილვა დაასრულა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკური სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, კომისიაში შეტანილი საჩივრების ნაწილის განხილვა დაასრულა. შედეგად,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით ბეჟუაშვილისა და №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში ამავე პარტიის წარმომადგენლის თამარ დალაქიშვილის საჩივრები და ბათილად იქნა ცნობილი №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება „№31 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის შესახებ“,  ასევე  დადგინდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გახსნას და ხელახლა გადაითვალოს №26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიიდან შემოსული №31 საარჩევნო უბნის ბიულეტენები.

ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხვა სახელმწიფოში შექმნილი №35(უკრაინის რესპუბლიკა, ქ. კიევი) საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნო. ამასთან, დაკმაყოფილდა ცესკოში შემოსული ადგილობრივი სადამკვირვებლო   ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საჩივარი,  სხვა სახელმწიფოში შექმნილი №35 (უკრაინის რესპუბლიკა, ქ. კიევი) საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ.