ტელეკომპანია „რეალTV

ტელეკომპანია „რეალTV" დაიხურა ?

ტელეკომპანია „რეალTV" დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო News.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ამის მიზეზი ტელეკომპანია „რეალ TV"-ისთვის  დაფინანსების შეწყვეტაა.

News.ge-ის ცნობით, არხის ხელმძღვანელობამ გუშინ, გვიან ღამით, ჩატარებული თათბირის შემდეგ,  დღეს არხის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ტექნიკურ პერსონალს განუცხადეს, რომ არხის დაფინანსება შეწყვეტილია და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია უხელფასოდ გააგრძელოს მუშაობა.

 „რეალTV"-ის საინფორმაციო სამსახურის წარმომადგენელი სოფო ხუციშვილ News.ge-სთან საუბარში  აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ვაგრძელებთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, როგორც ვმუშაობდით. არც ერთ გადაცემას დახურვა და არ ცერთ თანამშრომელს გათავისუფლება არ ემუქრება", -აღნიშნა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია  საკაბელო ტელევიზიაა და 2008 წელს შეიქმნა.  „რეალ-ტივის“ აქციების 100% იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ლია დოლიძეა.