ამომრჩეველთა 54,88%  „ქართულ ოცნებას“,   40,39% კი, „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

ამომრჩეველთა 54,88% „ქართულ ოცნებას“, 40,39% კი, „ნაცმოძრაობას“ უჭერს მხარს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3691 ძირითადი და 70 სპეცუბნის წინასწარი შედეგებით,  ამომრჩეველთა 54,88%  „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 40,39% კი, „ნაციონალურ მოძრაობას“.

სხვა საარჩევნო სუბიექტებს შორის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა: „გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას“ - 2,04%, ხოლო „შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტულ პარტიას“ - 1,24%.

 ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტის შედეგი 1%-ზე დაბალია.

ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით,  ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 99,87%.

საქართველოს მასშტაბით სულ 3766 საარჩევნო უბანია.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,  „ქართულ ოცნებას“   39 მაჟორიტარული მანდატი შეხვდება,  ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 34.