გიორგი თარგამაძე: გრიგოლია ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და არის

გიორგი თარგამაძე: გრიგოლია ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და არის

"ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში,  ინგა გრიგოლიაზე ძალადობა და ზეწოლა განხორციელდა.

თარგამაძის თქმით, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც  ამ გუნდმა საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა, თუმცა აღნიშნა, რომ  პოლიტიკური პროცესი ამით არ მთავრდება და პირიქით,  რეალური დემოკრატიული პროცესი და პოლიტიკურ პარტიებს შორის ახალი შეჯიბრი იწყება.

„გრიგოლია ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და არის.  ჩვენი  „ბრალი“ არის ის,  რომ ზუსტად ინგას მდგომარეობის გათვალისწინებით,  არ მივეცი ჩემს თავს უფლება ღიად და საჯაროდ მესაუბრა იმ ძალადობისა და ზეწოლის შესახებ, რომელიც მის მიმართ განხორციელდა სწორედ არჩევნების წინა დღეებში.

ჩვენ პარტიული თვალსაზრისით, ძალიან დაგვაზარალა, ჩვენივე მხარდამჭრები აღმოჩნდნენ დაბნეულ სიტუაციაში და მე ვიტყოდი, რომ ეს გახდა ერთ-ერთი მთავრი მიზეზი, რის გამოც ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ და ამ გუნდმა საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა,  მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პოლიტიკური პროცესი ამით არ მთავრდება და პირიქით,  რეალური დემოკრატიული პროცესი და პოლიტიკურ პარტიებს შორის ახალი შეჯიბრი იწყება“, - განაცხადა თარგამაძემ.