კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში ბიზნესცენტრში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის არიან ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საფრანგეთის ელჩი რენო სალენსი, ევოკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპი დიმიტროვი.
შეხვედრის დაწყებამდე არც ელჩებს და არც კოალიციის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.