არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის"ინფორმაციით, ევროსაბჭომ წევრ ქვეყნებში პოლიტპატიმრების სტატუსის საერთო კრიტერიუმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია დღეს პრესკონფერენციას გამართავს.
კაკაბაძის განმარტებით, ევროსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახალი მთავრობის პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გააილოებს. მისივე თქმით, ევროსაბჭო მოუწოდებს, წევრ ქვეყნებს, რომ ან დაუყონებლივ გაათავისუფლონ პატიმრები ან კიდევ ახალი სასამართლო ჩატარდეს.
"გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო კრიტერიუმები, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი განისაზღვრა. ეს ეხება მანიფესტაციების დროს, აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის დაკავებულებს და ა.შ. ევროსაბჭო მოუწოდებს, წევრ ქვეყნებს, რომ ან დაუყონებლივ გაათავისუფლონ პატიმრები ან კიდევ ახალი სასამართლო ჩატარდეს. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებით, თუ პოლიტიკური ნება იქნება, "ქართულ ოცნებას" აღარ ექნება პრობლემა, პოლიტპატიმრები დაუყონებლივ გაათავისუფლოს", - განაცხადა კაკაბაძემ.