ისრაელი საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

ისრაელი საქართველოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს

ისრაელი საქართველოს მთავრობასა და ხალხს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ულოცავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებმა, რომლის მოწმენიც რამდენიმე დღის წინ გახდნენ და ეუთო-ს დამკვირვებლების მოწონება დაიმსახურა.

ამასთან, განცხადების მიხედვით, ისრაელის სახელმწიფო უაღრესად დადებითად აფასებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ წვლილს და ულოცავს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას.

„ისრაელის მიზანი შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაა, როგორც სახელმწიფო, ასევე - საზოგადოებრივ დონეზე",-აღნიშნულია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.