პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საზრუნავია იმ საჩივრების განხილვა, რომლებიც მათ არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით აქვთ.
რაც შეეხება ახალი მთავრობის დაკომპლექტებას, უსუფაშვილის თქმით, საქართველოში, როგორც ჩანს, დღეს ყველა დაკავებულია ახალი მთავრობის შექმნით, „ქართული ოცნების“ გარდა.
„ყველა საჩივარს კანონიერი მეთოდების შესაბამისად განვიხილავთ. რაც შეეხება მთავრობის დაკომპლექტებას, ეს დაახლოებით 2 კვირის შემდგომი პროცესია, იქამდე კი ნებისმიერ გვარს ან ნებისმიერ ვერსიას, რომელიც მედიაში ვრცელდება „ქართული ოცნების“ მოსაზრებებთან საერთო არაფერი აქვთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
რაც შეეხება საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფს, რომელიც მთავრობასთან და პრეზიდენტთან კონტაქტისთვის შეიქმნა, დავით უსუფაშვილის განმარტებით, სამუშაო ჯგუფი მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს პირველივე საჭიროების შემთხვევაში შეხვდება.