ELDR-ის-პრეზიდენტი „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ გამარჯვებას ულოცავს

ELDR-ის-პრეზიდენტი „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ გამარჯვებას ულოცავს

ELDR-ის- ევროპული ლიბერალ დემოკრატიული პარტიების პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის წევრმა  სერ გრეჰემ ვატსონმა „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

„ვულოცავთ ჩვენს წევრ „რესპუბლიკურ პარტიას“ დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით და აპლიკანტ თავისუფალ დემოკრატებს ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით ამ ფანტასტიკურ შედეგს.  ეს შედეგები მოწმობს, რაოდენ დიდია საქართველოს მოქალაქეებში ცვლილების სურვილი  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის შემდეგ.

ქართველებმა ვერ იგრძნეს მათი ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უკანასკნელ წლებში. მმართველობის ავტოკრატიულმა სტილმა და ფუნდამენტური სამოქალაქო თავისუფლებების დარღვევამ სერიოზული საფრთხეს შეუქმნა დემოკრატიულ საფუძვლებს ქვეყანაში. 

ქართული დემოკრატია მოლიპულ გზაზე იდგა, მაგრამ ახლა ჩვენს ლიბერალ მეგობრებთან ერთად  იმდენად გავძლიერდით, რომ გვჯერა - საქართველო დარჩება ერთგული მისი ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ამბიციებისა და მისი ახალი ლიდერები ძალისხმევას არ დაიშურებენ მათი ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისათვის", -ნათქვამია ELDR-ის-  პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ მილოცვის  წერილში.