კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი აცხადებს, რომ კოალიცის გამარჯვების შემდეგ ძალიან ბედნიერია, რადგან ქართველი ხალხი ბედნიერია.
„ეხლა ძალიან დაწყნარებული ვარ, რადგანაც ჩემმა შვილმა გამარჯვება მოიპოვა, ვულოცავ „ქართულ ოცნებასაც“ და ქართველ ხალხსაც. ყველანი ძალიან ბედნიერები არიან. ჩემს შვილთან ვინც მუშაობს, ყველა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია. სააკაშვილის წაბრძანების მერე ყველა ბედნიერია“,-განაცხადა ინფო9-სთან ციცინო ივანიშვილმა.