საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ნორლანდის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებსა და ხელისუფლების „ნორმალურად გადაცემის პროცესზე“ ისაუბრეს.
„აშშ-საქართველოს ურთიერთობა განვითარდება და ჩვენ არ ველოდებით რაიმე დრამატულ ცვლილებებს. მე მქონდა შესაძლებლობა ამაზე ბატონ ივანიშვილთანაც მესაუბრა. საარჩევნო პროცესი გრძელდება და საბოლოო შედეგების დათვლა მიმდინარეობს, რასაც ყველა ყურადღებით აკვირდება“, - განაცხადა ნორლანდმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომცალკეულ რეგიონებში ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით მცირე ღელვაა.
„ამ პროცესს დამკვირვებლებიც ადევნებენ თვალს“, - აღნიშნა ელჩმა და და იმედი გამოთქვა, რომ ბიულეტენების დათვლის ეს პროცესიც ნორმალურად წარიმართება.
ელჩმა წარმატება უსურვა მოქალაქეებს და განაცხადა, რომ აშშ ადასტურებს თავის მზადყოფნას მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან.