ამ დროის მონაცემებით, 26 მაჟორიტარულ ოლქში  „ქართული ოცნება“  ლიდერობს,  25-ში კი - „ნაციონალები“

ამ დროის მონაცემებით, 26 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, 25-ში კი - „ნაციონალები“

არჩევნების დასრულებიდან 16 საათი გავიდა.  დღის 12 საათისთვის , 3766 უბნიდან  908  უბანია დათვლილი, ანუ უბნების დაახლოებით 24%.

პროპორციული სიით ამ დროისთვის   ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 53,2% - ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  41, 75%,  „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“  2, 27%,  „ახალი მემარჯვებეები“  0,52%, „ლეიბორისტული პარტია“ 1, 32%,  „ჯონდი ბაღათურია ქართული დასი“  0,12%.

ცესკო-ს უახლესი მონაცემებით, 26 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს,  25-ში კი - „ნაციონალები“.

ამ დროისთვის არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია 50 მაჟორიტარული ოლქიდან - 7 თბილისიდან და 43 რეგიონებიდან.

გთავაზობთ ცესკო-ს უახლეს შედეგებს: მთაწმინდის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა პაპუაშვილმა 67,2 % (959 ხმა) მიიღო,  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩილ გეგენავამ კი 31,74 % (453 ხმა).

ვაკის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძეს ხმა ამომრჩეველთა 71,21 %-მა (4251) მისცა,  „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კარბელაშვილს კი 23,62 (1410).

რაც შეეხება სხვა რაიონებს, ცესკოს პირველადი მონაცემები ასეთია: საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით უსუფაშვილი – 68, 71 % (6521),  „ნაციონალური მოძრაობის“  კანდიდატი ანდრია ურუშაძე – 21, 96 % (2084), გლდანში – „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ჯაჭვლიანი 68,46 % (1956), „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ნიკოლოზ ხაჩირაშვილი – 27,02 % (772), ნაძალადევის რაიონში კოალიციიდან თეა წულუკიანი 82,94 % (491), მმართველი გუნდის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი – 14,19 % (84 ხმა).

აღსანიშნავია, რომ ცესკოს პირველადი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია კრწანისის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებიდან.

რაც შეეხება რეგიონებს, იქ ასეთი შედეგია. გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი – 39,24 %,  „ქართული ოცნების“ კანდიდატი მანანა ბერიკაშვილი – 54,48 %, სიღნაღი – „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი – 50,23 %, „ქართული ოცნებიდან“ გელა გელაშვილი – 47,39 %, დედოფლისწყარო: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა კედელაშვილი – 52,49 %, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე თამაზაშვილი – 45,03 %, ლაგოდეხის რაიონში „ნაციონალებიდან“ გიორგი გოზალაშვილი – 61,38 %, „ქართული ოცნებიდან“ ელდარ კურტანიძე – 34,34 %, ყვარელი: „ნაციონალური მოძრაობა“ – მარიკა ვერულაშვილი 55,82 %, „ქართული ოცნება“ – დავით ქევხიშვილი – 40,63 %, თიანეთი: „ნაციონალური მოძრაობა“– გიორგი აბაშვილი 51,28, „ქართული ოცნება“ – ზაქარია ქუცნაშვილი – 47,44 %, ბოლნისი: „ნაციონალური მოძრაობა“ – კობა ნაყოფია – 73,45 %, „ქართული ოცნება“ – დარეჯან ჩხეტიანი – 20,34 %, დმანისი: „ნაციონალური მოძრაობა“ – კახაბერ ოქრიაშვილი – 90,95 %, „ქართული ოცნება“ – პაატა ხიზანაშვილი – 6,91 %, წალკა: „ნაციონალური მოძრაობა“ – რევაზ შავლობაშვილი – 66,33 %, „ქართული ოცნება“ – აიკ მელდონიანი – 22,59 %, ახალციხე: „ნაციონალური მოძრაობა“ – ვაჟა ჩიტაშვილი – 83,94 %, „ქართული ოცნება“ – გურამ კუტალაძე – 14,26 %. ახალქალაქი – „ნაციონალური მოძრაობა“ – სამველ პეტროსიანი – 73,62 %, „ქართული ოცნება“ – ნორიკ კარაპეტიან – 23,58 %, ცაგერი: „ნაციონალური მოძრაობა“ – სერგო ხაბულიანი – 69,64 %, „ქართული ოცნება“ – მამუკა ჩაჩხიანი – 27, 23 %. ლენტეხი: „ნაციონალური მოძრაობა“ გოგი ლიპარტელიანი – 58,75 %,  „ქართული ოცნება“ – გია გაზდელიანი 36,61 %, მესტია: „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდ კვიციანი – 56,44 %, „ქართული ოცნება“ ვიქტორ ჯაფარიძე – 39,59 %, ხარაგაული: „ნაციონალური მოძრაობა“– მამუკა ჭყოიძე – 40,63 %, „ქართული ოცნება“ ნოდარ ებანოიძე – 53,13 %, თერჯოლა: „ნაციონალური მოძრაობა“  კახა ბუცხრიკიძე – 62,06 %, „ქართული ოცნება“ ზაალ გოგსაძე – 35,62 %. ბაღდათი: „ნაციონალური მოძრაობა“ – თემურ კოხოძე – 48,54 %, „ქართული ოცნება“ – არჩილ კბილაშვილი 47,08 %. ვანი: „ნაციონალური მოძრაობა“ – პაატა ლეჟავა – 89,66 %, „ქართული ოცნება“ – გოდერძი ტყეშელაშვილი – 8,94 %. ხონი: „ნაციონალური მოძრაობა“ – დავით ჭავჭავიძე – 64,89 %, „ქართული ოცნება“ – ნიკოლოზ სანოძე – 27,13 %. წყალტუბო: „ნაციონალური მოძრაობა“ – აკაკი ბობოხიძე – 48,51 %, „ქართული ოცნება“ – პაატა ზაქარეიშვილი – 43,59 %. აბაშა: „ნაციონალური მოძრაობა“ – დავით დარცმელიძე –58,8 %, „ქართული ოცნება“ ირაკლი საბულუა – 35,44 %. მარტვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ნაული ჯანაშია – 53,34 %, „ქართული ოცნება“ – მურთაზ ხურცილავა – 38,16 %. ზუგდიდი: „ნაციონალური მოძრაობა“– როლანდ ახალაია – 55,47 %, „ქართული ოცნება“ ირაკლი ალასანია – 38,11 %. წალენჯიხა: „ნაციონალური მოძრაობა“ – ლევან ქარდავა – 73,01 %,  „ქართული ოცნება“ – გიორგი ნაჭყებია – 23,61 %. ჩხოროწყუ: „ნაციონალური მოძრაობა“ – ვახტანგ ლემონჯავა – 58,88 %,  „ქართული ოცნება“ ლევან იზორია – 39,44 %. ხულო: „ნაციონალური მოძრაობა“ – ანზორ ბოლქვაძე – 60,03 %, „ქართული ოცნება“ – გია საგინაძე – 27,15 %.

ონი - „ქართული ოცნება“ თამაზ ჯაფარიძე – 51,77 %-, „ნაციონალური მოძრაობა“ ვალერიან გავაშვილი – 46,35 %. საჩხერე: „ქართული ოცნება“ მანანა კობახიძე – 94,71 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – ზურაბ ცერცვაძე – 5,12 %.

საგარეჯოს რაიონი: „ქართული ოცნება“ თინა ხიდაშელი – 50,14 %, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გია ჩალათაშვილი 46,26 %. თელავი:  „ქართული ოცნება“ – გელა სამხარაული – 47,55 %, „ნაციონალური მოძრაობა“- ვასილ დავითაშვილი 44,41 %, ახმეტა: „ქართული ოცნება“ – ზვიად ზვიადაური – 51,75 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – პეტრე ცისკარიშვილი – 44,56 %. რუსთავი: „ქართული ოცნება“ – ზვიად ძიძიგური – 55,28 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – მამუკა ჩიქოვანი – 39.9 %. თეთრიწყარო: „ქართული ოცნება“– შალვა ხაჭაპურიძე – 46,49 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – დავით ბეჟუაშვილი 47,89 %. დუშეთი: „ქართული ოცნება“ – ერეკლე ტრიპოლსკი – 48,78 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – ნინო ხუციშვილი – 36,59 %. ბორჯომი: „ქართული ოცნება“ – გედევან ფოფხაძე – 55,74 %, „ნაციონალური მოძრაობა“ მამუკა ხვედელიანი – 39,55 %. სამტრედია: „ქართული ოცნება“ – კახა კალაძე – 55,92 %, „ნაციონალური მოძრაობა“– მერაბ ჯანელიძე – 40,92 %. ჭიათურა: „ქართული ოცნება“ მალხაზ წერეთელი – 75,02 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – პროკოფ ჩიკვილაძე – 22,64 %. ტყიბული: „ქართული ოცნება“ - ელისო ჩაფიძე 48,72 %, „ნაციონალური მოძრაობა“– პავლე კუბლაშვილი 48,62 %. ქუთაისი: „ქართული ოცნება“- გუბაზ სანიკიძე – 48,73 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი თევდორაძე 38,68 %, ლანჩხუთი: „ქართული ოცნება“ – თეიმურად ჩხაიძე – 67,86 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – გიორგი გოგუაძე – 30,74 %. ოზურგეთი: „ქართული ოცნება“– ზვიად კვაჭანტირაძე – 53,74 %, „ნაციონალური მოძრაობა“ რამაზ ნიკოლაიშვილი – 42,07 %, ჩოხატაური: „ქართული ოცნება“ - თეიმურად ჭკუასელი – 55,23 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – მანანა ჯინჭარაძე – 42,98 %. ფოთი: „ქართული ოცნება“ – ეკა ბესელია – 63,3 %, „ნაციონალური მოძრაობა“– თენგიზ სარიშვილი – 33,01 %. ზესტაფონი: „ქართული ოცნება“ – გიორგი ქავთარაძე – 64,79 %, „ნაციონალური მოძრაობა“ – ზურაბ ბუცხრიკიძე – 29,62 %.

რამდენიმე რაიონის მონაცემები ცესკოს ვებ-გვერდზე ჯერ არ განთავსებულა.