ლევან ნიკოლეიშვილი: 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენი, უსამშობლო აგენტურა, ევრობიუროკრატების  მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ  საქართველოს  ომში ჩათრევას - არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ საზარბაზნე ხორცი

ლევან ნიკოლეიშვილი: 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენი, უსამშობლო აგენტურა, ევრობიუროკრატების  მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ  საქართველოს  ომში ჩათრევას - არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ საზარბაზნე ხორცი

ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის საფრთხე არსად არ გამქრალა,- ამის შესახებ  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი წერს სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება პრემიერ-მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს. 

ნიკოლეიშვილის თქმით, 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენი, უსამშობლო აგენტურა, ევრობიუროკრატების  მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ კი საქართველოს უკვე ისეთ ომში ჩათრევას, რომელიც რა დროში ა ნ რა რაოდენობის მსხვერპლით დასრულდება არავინ არ იცის. 

„ფაქტია, რომ საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრევის საფრთხე არსად არ გამქრალა. ბრიუსელის, კერძოდ ევროკომისარ კაი კალასის საბჭოური სტილის მუქარა, თუ „გამჭირვლობის კანონსა,“ „ოჯახური „სიწმინდის კანონს“ უკან არ გაიწვევთ, ასევე კონსტიტუცის დარღვევის გამო დაკავებულებს არ გამოუშვებთ, მაშინ ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას გაგიუქმებთო, ცხადია უბრალოდ შანტაჟი არ არის, არამედ საქრთველოს მიმართ გამიზნული მზაკვრული გეგმაა. მათ სააქრთველოში მღელვარების გამოვიწვევა, შემდგმი აქციებითა და რევოლუციით, აი მერე კი უცხოელების მიერ დასმული ცალ ფეხზე მოხტუნავე ხელისუფლება გვეყოლება. რა არის ეს ყველაფერი, ის რომ მონურად მორჩილი აგენტურა მეორე დღეს გახსნის მეორე ფრონტს რუსეთან და წავიდა ჩვენი ქალაქების თუ სოფლების დაბომბვა და ჩვენი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების სხვის ომში ჩახოცვა, ცხადია სამოქალაქო პირებშიც გველის დიდი მსხვერპლი. დიდი ანალიზი არ სჭირდება, ომი მიმდინარეობს, არც ევროპელებს, არც უკრაინელებს და არც რუსებს მისი დასრულება არ სურთ, მარტივად რომ ავხსნათ იმის გამო მილიარდობით ფულს შოულობენ, უკვე ზუსტი ციფრებიც არ არსებობს ან რამდენი უკრაინელი თუ რუსია დახოცილი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ საზარბაზნე ხორცი! 2008 წელი გავიხსენოთ როგორ უპატრონოდ შეატოვეს მტერს ჩვენი სამხედროები თუ სამოქალაქოები, ცოცხლები თუ დახოცილები. თვითონ სად იყვნენ, იმ დროს ან საზღვრისკენ გარბოდნენ, მერე ტაშ-ფანდური გამართეს რუსთაველზე, მერე კი თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცეს. 2008 წლის ხელისუფლების ნარჩენები და მეკვიდრეები გახლავთ დღევანდელი უსამშობლო აგენტურა, რომელიც ევრობიუროკრატების, კაი კალასისნერების მეშვეობით ცდილობს ჯერ ხელისუფლების შეცვლას და მერე საქართველოს უკვე ისეთ ომში ჩათრევა, თან რამდენი ხნით და რა მსხვერპლით კაცმა არ იცის. არ ვართ იმ ჭკუაზე კაი კალსის შანტაჟს შევეწიროთ, თვითონ რუსეთს სანქციებს უწესებდეს, მისი ოჯახი კი იგივე რუსეთთან მილიარდების საშოვნელად გამალებულ ვაჭრობაში იყოს“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.