შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს პოლიციის ქვედანაყოფებმა საარჩევნო უბნების მიდამოებში ძალა გამოიყენეს და ცეცხლი გახსნეს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს სიცრუეა.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციელები ახორციელებდნენ იმ უბნების გარე პერიმეტრების დაცვას, სადაც დაფიქსირდა გარკვეული პრობლემები.
„ადგილი არ ქონია არავითარი იარაღის და სპეცსაშუალებების გამოყენებას. ყველა უბანზე საიდანაც შემოვიდა პოლიციაში განაცხადი და შესაბამისად მოხდა მობილიზება შეკრებილი აქტივისტები დაიშალნენ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.