ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, შიდა ქართლის საარჩევნო ოლქების რამდენიმე უბანზე შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. როგორც ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა საუბარია ხაშურის, გორისა და ქარელის რამდენიმე საარჩევნო უბანზე.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ უბნებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა.
ხარატიშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ცესკო დღის განმავლობაში იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.