აჭარის უმაღლესი საბჭოს 1 ოქტომბრის არჩევნებში ბოლო მონაცემებით, 51,1%-ით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს. „ქართულ ოცნებას“ კი ამომრჩეველთა 41,1%-მა დაუჭირა მხარი.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რეგიონის 6 ოლქიდან 2-ში „ნაციონალური მოძრაობა“, 2-ში კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ქობულეთისა და ბათუმის მონაცემები ჯერჯერობით შეჯამებული არ არის.
აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად მიმდინარეობდა. უმაღლესი საბჭოს საარჩევნო კომისია წინასწარი შედეგების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.