ხაშურის  №3, №10 და კიდევ რამდენიმე უბნის შედეგები სავარაუდოდ გაუქმდება

ხაშურის №3, №10 და კიდევ რამდენიმე უბნის შედეგები სავარაუდოდ გაუქმდება

ხაშურის  №3 და №10 უბნების შედეგები სავარაუდოდ გაუქმდება, მეტიც, ამ უბნებზე არჩევნები შესაძლოა ჩასლილად გამოცხადდეს.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.  

შეგახსენებთ, ხაშურის №35-ე საარჩევნო ოლქის №3 და №10 საარჩევნო უბნებთან მთელი ღამის განმავლობასი დაძაბული იყო. უბნებზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანეს.

ბიულეტენების გატაცებისას, საარჩევნო უბანთან სპეცრაზმმა მხუთავი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მოსახლეობამ ისინი შეძახილებით - ფაშისტებო! - გააცილა. შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტებიც.

წუხელ გვიან ღამით, ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც“. ორგანიზაციამ ხაშურის №35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და №3, №5, №10, №19, №45 და №46 უბნების შედეგების გაბათილება ითხოვა.

განცხადებაში განმარტებულია, რომ, ამ მოთხოვნის მიზეზია გავრცელებული ინფორმაცია დასახელებულ უბნებზე სპეცდანიშნულების რაზმების შესვლისა და შემაჯამებელი ოქმების გადაკეთების შესახებ.

საია №26-ე უბნის შედეგების გაბათილებასაც ითხოვს, საიდანაც დამკვირვებლები გამოაძევეს.