ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, რომელიც 522 უბნის შედეგებს ეყრდნობა, საპარლამენტო არჩევნებში, 53,37%-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს .
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, 41,61 %-ით.
რაც შეეხება არჩევნებსი მონაწილე სხვა პარტიებს, ხმები ასე გადანაწილდა: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2, 16 %, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,28 %, „ახალი მემარჯვენეები“ – 0,47 %.
სეგახსენებთ, მონაცემები 522 უბნის შედეგებს ეყრდნობა, რაც ამომრჩეველთა 13,86%-ს შეადგენს.