ხაშურის №35-ე საარჩევნო ოლქის №3 საარჩევნო უბანთან ვითარება დაძაბულია. ტელეკომპანიების, „მაესტროს“ და „მე-9-ე არხის“ ინფორმაციით, უბანზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. რის შემდეგაც სპეცრაზმელებმა უბნიდან ბიულეტენი გაიტანეს.
ბიულეტენების გატაცებისას, საარჩევნო უბანთან სპეცრაზმმა მხუთავი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მოსახლეობამ ისინი შეძახილებით - ფაშისტებო! - გააცილა.
„მე-9 არხის“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
ხაშურში, დაძაბულობა იყო №10 საარჩევნო უბანზეც, სადაც ასევე სპეცრაზმი იყო მობილიზბეული.