სამტრედიაში, „ქართული ოცნების" შტაბთან კოალიციის ამომრჩევლები არიან შეკრებილნი და კახი კალაძესთან ერთად არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. მათთან ერთად კახი კალაძესთან ერთად რთად იმყოფება „ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებიც.
როგორც კახა კალაძის განცხადებით, უკვე ფაქტია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო, რომ კოალიცია აბსოლუტური უმრავლესობით შევა პარლამენტში და ის, რომ პირადად მან სამტრედიაში გამარჯვება მოიპოვა.
„უკვე მოდის ინფორმაციები სხვადასხვა უბნებიდან და ამ გამარჯვებაზე მეტყველებს ეგზიტპოლები და საზოგადოების განწყობა, რომლებიც სამტრედიის ქუჩებში "ქართული ოცნების" გამარჯვებას ხმამაღლა აღნიშნავენ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ზოგიერთი ეგზიტპოლის შედეგს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ მაჟორიტარობის არჩევნებში უპირატესობას ფლობს "ნაციონალური მოძრაობა", კახი კალაძის შეფასებით, ეს შედეგები არის უშუალოდ ხელისუფლების მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ და საბოლოოდ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში და დააჯეროს თავისი უპირატესობა.
ყველაზე მთავარი არის ის, რომ გამარჯვებას მიაღწია "ქართულმა ოცნებამ" ცივილიზებული მეთოდით - არჩევნებში გამარჯვების გზით და არა ძალადობრივი, რევოლუციური მეთოდებით.